Uncategorized

ბათუმის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძეს ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენას ედავებიან

Nusagi

ბათუმის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძეს, რომელიც გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანას შენახვა-შეძენას ედავებიან. ამის შესახებ მოსამართლემ პროცესზე განაცხადა.

დუმბაძის განცხადებით, მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა, გამოძიება დაწყებულია და გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. დეპუტატი აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარების საშუალებას საკონსტიტუციო სასამართლო აძლევს.

ნოდარ დუმბაძე გუშინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. პოლიციამ დაკავების დროს მარიხუანა აღმოაჩინა. მოსამართლემ დუმბაძე დარბაზიდან გაათავისუფლა, შემდეგი პროცესი 25 მაისს გაიმართება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,764 ნახვა
%d bloggers like this: