სპორტი

ამერიკაში იწვევდნენ, მაგრამ ევროპაში უნდა თამაში – კვირკველიათი რამდენიმე გუნდია დაინტერესებული 

Nusagi

საბა კვირკველიას, რომელიც უკრაინული ხარკოვის „მეტალისტი 1925“ ომის დაწყების გამო დატოვა და დროებით „გაგრას“ ეხმარება, ევროპის არაერთ ქვეყანაში იწევევენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო მენეჯერმა, კომპანია „ბენე სპორტის“ დამფუძნებელმა ირაკლი ლილუაშვილმა განაცხადა.

„საბა კვირკველიასთან პარტნიორობა ახლახან დავიწყეთ. საბა საქართველოში ჩამოსვლამდე შეკრებაზე ხარკოვის „მეტალისტი 1925-თან“ ერთად იყო და თამამად ვიტყვი, რომ საუკეთესო ფორმას უბრუნდება – საბა თავს უვლის და შეიძლება ითქვას, კარიერა მეორედ დაიწყო. მის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ევროპის რამდენიმე ქვეყნის გუნდთან გვაქვს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ირაკლი ლილუაშვილმა.

საფეხბურთო მენეჯერმა დაასახელა ის ქვეყნები, სადაც საქართველოს ნაკრების მცველს იწვევენ.

„საბას ესპანეთიდან ჰქონდა მიწვევა. ჩვენთან თანამშრომლობა რომ დაიწყო, გვქონდა შემოთავაზება სლოვაკეთიდან, მაგრამ დროებით „გაგრაში“ დარჩენა და გუნდის დახმარება გადაწყვიტა. ახლა მოლაპარაკება გვაქვს ესპანეთის, ხორვატიის, პოლონეთის გუნდებთან და მათ პასუხებს ველოდებით. ამერიკაში მეიჯორ ლიგის გუნდიც იწვევდა, მაგრამ ევროპაში კიდევ რამდენიმე წელი შეძლებს თამაშს და ვცდილობთ, ვარიანტი სწორედ ამ ქვეყნებში მოვნახოთ“, – ამბობს ლილუაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,175,973 ნახვა
%d bloggers like this: