უცხოური მედია

„ელონ მასკი ჩართულია უკრაინის ფაშისტური ძალების კომუნიკაციებით მომარაგებაში, ამაზე პასუხის გაცემა მოგიწევთ, ელონ“ – დიმიტრი როგოზინი მასკს ბრალს დებს

Nusagi

როსკოსმოსის ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა ამერიკელი ბიზნესმენი ელონ მასკი მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების სატელიტურ საკომუნიკაციო აღჭურვილობაში დაადანაშაულა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის დატყვევებული შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ დიმიტრი კორმიანკოვის ჩვენებიდან გამომდინარეობს, რომ ელონ მასკის სატელიტური კომპანიის Starlink-ის სახმელეთო სააბონენტო აღჭურვილობა მარიუპოლში ნაცისტური „აზოვის“ ბატალიონის და უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების ბოევიკებს სამხედრო ვერტმფრენებით გადაეცა“, – განაცხადა როგოზინმა.

როგოზინმა დასძინა, რომ აღჭურვილობის მიწოდება და გადაცემა განხორციელდა პენტაგონის მიერ.

„ელონ მასკი, ამგვარად, ჩართულია უკრაინის ფაშისტური ძალების კომუნიკაციებით მომარაგებაში და ამაზე პასუხის გაცემა მოგიწევთ, ელონ“ – დასძინა როსკოსმოსის ხელმძღვანელმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,166 ნახვა
%d bloggers like this: