უცხოური მედია

„მარიუპოლის დამცველებს ოთხი ვარიანტი აქვთ…ჩაბარება ჩვენთვის მიუღებელია, მტერს ამხელა საჩუქარს ვერ გავუკეთებთ“ – „აზოვის“ ოფიცერი

Nusagi

უკრაინის დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერი, აზოვის პოლკის მებრძოლი ილია სამოილენკო განმარტავს, რომ ბლოკირებული მარიუპოლის დამცველებს ოთხი ვარიანტი აქვთ, მაგრამ მათთვის ერთადერთი მისაღები ვარიანტი ბრძოლაა. სამოილენკო, ასევე, დასძენს, რომ ტყვეობა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სიკვდილს ნიშნავს.

„რაც შეეხება შანსებს, რაც აქ გვაქვს, იმავეს გეტყვით, რასაც ვეუბნები ჩემს თანამებრძოლებს, ჯარისკაცებს… ოთხი ვარიანტი გაქვთ.

პირველი – შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, უბრალოდ დადოთ იარაღი, დასხდეთ კუთხეში და დაელოდოთ დასასრულს, ეს იქნება ნელი სიკვდილი შიმშილისგან ან სწრაფი სიკვდილი ბომბისგან.

მეორე ვარიანტი – შეგიძლიათ, სცადოთ, როგორმე გაიქცეთ მშიშარასავით, იფიქროთ მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე, არ იფიქროთ ფიცის ქვეშ თქვენს მოვალეობაზე და ეს არის ზუსტად ის, რაც დაემართა საზღვაო ქვეითების მეთაურს.

მესამე, შეგიძლიათ დადოთ იარაღი და უბრალოდ დანებდეთ.

მეოთხე ვარიანტი კი ერთადერთი გზაა, რომელიც სიცოცხლის გარანტიას მოგცემთ და არ შეგრცხვებათ იმის, რაც გააკეთეთ – ადექით და იბრძოლეთ.

ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიცოდით, რომ „აზოვის“ პოლკს გადარჩენის დიდი შანსი არ აქვს. ჩაბარება ჩვენთვის მიუღებელია, მტერს ამხელა საჩუქარს ვერ გავუკეთებთ“, – განაცხადა ილია სამოილენკომ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,070 ნახვა
%d bloggers like this: