უცხოური მედია

სომხეთში ანტისამთავრობო აქციებმა ერევნიდან სხვა ქალაქებში გადაინაცვლა

Nusagi

სომხეთში ანტისამთავრობო აქციებმა ერევნიდან სხვა ქალაქებში გადაინაცვლა. ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად საავტომობილო მსვლელობით ქალაქ გიუმრისკენ დაიძრნენ, სადაც მათ საავტომობილო კოლონას ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაუკეტა. დემონსტრანტებს კონტრაქციით დახვდნენ იმ სამხედროების დედები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ომის დროს ტყვედ ჩავარდნენ. გზის გადაკეტვის მცდელობა მხარეთა შორის მცირე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სიტუაციის დარეგულირების მიზნით ადგილზე პოლიცია მობილიზდა. ოპოზიციას ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ქალაქ გიუმრში დღეს მიტინგი აქვს დაგეგმილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,764 ნახვა
%d bloggers like this: