უცხოური მედია

ალექსანდრ მერეჟკო: რაც შეიძლება მალე უნდა ჩავიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი, თუმცა, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა

Nusagi

ჩვენთვის საქართველო ახლო პარტნიორია და გვინდა ერთად განვაგრძოთ გზა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, – ამის შესახებ უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ მერეჟკომ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა ჩავიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი, თუმცა, ეს არა პარლამენტის, არამედ პრეზიდენტის პრეროგატივაა.

„საქართველო ჩვენთვის სანდო მეგობარია, ის არ არის დიდი ქვეყანა. მისი მოსახლეობა, თუ არ ვცდები, 3 მლნ-ია და თქვენი გეოპოლიტიკური სიტუაცია, თუ არ ვცდები, გაცილებით რთულია, თუმცა, ამ დაბრკოლებების მიუხედავად რასაც ვაფასებთ, ისაა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატად. ჩვენზე ძალიან იმოქმედა რეაქციამ, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოავლინა ომის დაწყებისას. ჩვენ დავინახეთ ეს რეაქცია, როგორ გამოვიდა ქართველი ხალხი ქუჩაში სოლიდარობის ნიშნად. ჩვენ ეს დავაფასეთ და ჩვენთვის საქართველო ახლო პარტნიორია და გვინდა ერთად განვაგრძოთ გზა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ ვმუშაობთ ე.წ. ასოცირებული ტრიოს ფორმატზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსა და მოლდოვასაც. პირადად მე ვემხრობი იმას, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი, თუმცა, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ვგულისხმობ პარლამენტს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა“, – განაცხადა რადას დეპუტატმა.

IRI-ის გამოკითხვით, პოლონეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ს შემდეგ უკრაინას ომის დროს ყველაზე მეტად საქართველო დაეხმარა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,137 ნახვა
%d bloggers like this: