უცხოური მედია

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: პუტინი და მისი გენერლები იმ ფაშიზმსა და ტირანიას ასახავენ, რომელიც 77 წლის წინ იყო

Nusagi

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და მისი გენერლები იმ ფაშიზმსა და ტირანიას ასახავენ, რომელიც 77 წლის წინ იყო.

ბენ უოლესის თქმით, რუსი გენერლები ომის დანაშაულების ისეთივე თანამონაწილეები არიან, როგორც მათი პრეზიდენტი და სამხედრო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.

„უკრაინაში შეჭრით პუტინი და მისი გენერლების ახლო წრე ახლა იმ ფაშიზმსა და ტირანიას ასახავენ, რომელიც 77 წლის წინ იყო. ისიბნი გასული საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის შეცდომებს იმეორებენ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ბენ უოლესმა ასევე მიმართა რუს გენერლებს და აღნიშნა:

რუსი გენერლებისა და პუტინისთვის არ შეიძლება გამარჯვების დღე იყოს. მათთვის მხოლოდ სირცხვილი და უკრაინაში დამარცხება შეიძლება იყოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,329 ნახვა
%d bloggers like this: