ცენტრ „ემპათიას“ წევრმა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ტვ პირველი“ ეთერში ისაუბრა.
ნევროლოგის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
„პაციენტის მკურნალობის პროცესი წარუმატებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთ ეტაპზე არ ყოფილა გაუმჯობესება. მისი მდგომარეობა თანდათანობით უარესდება და მიგვიყვანს კრიტიკულ წერტილამდე, რომელზედაც შესაძლებელია უკვე ვიმყოფებით. ექიმებს ნუ უკრძალავენ პაციენტის მკურნალობას, ნუ შემოაქვთ არაადეკვატური განმარტებები, რაც ჩვენ ამ დღეებს განმავლობაში მოვისმინეთ და პატივი სცენ მათ გადაწყვეტილებას. ვერ მოძებნიან ვერცერთ ექიმს, რომელიც საწინააღმდეგოს ეტყვის. შეთავაზება მაქვს მთავრობასთან, თვითონ დააკომპლექტონ კომისია, ჰყავდათ მაგრამ გაუშვეს, რადგან პასუხისმგებლობის აღება არ უნდოდათ თავის თავზე და მოიშორეს თავიდან“, – აცხადებს ნევროლოგი ოთარ თოიძე.0