Uncategorized

სოზარ სუბარი: მე არ ვთვლი, რომ რეფორმები არ არის გასატარებელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ იქ ვართ, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებია ამ დემოკრატიულობისა და რეფორმების სტანდარტით

Nusagi

მე არ ვთვლი, რომ რეფორმები არ არის გასატარებელი, აღარაფერი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ იქ ვართ, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებია ამ დემოკრატიულობისა და რეფორმების სტანდარტით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„როდესაც ვთქვი, რომ საქართველო დემოკრატიული სტანდარტით შეესაბამება არა მხოლოდ კანდიდატის, არამედ ევროკავშირის წევრობის სტანდარტს, სწორედ ეს ვიგულისხმე – მიმაჩნია, რომ ჩვენ მზად ვართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეფორმები არ არის გასატარებელი, აღარაფერი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ იქ ვართ, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებია ამ დემოკრატიულობისა და რეფორმების სტანდარტით. 60 საქმე წავიდა შარშან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. დაახლოებით 4 მილიონიანი ქვეყნიდან 60 საქმე ეს ევროპის მასშტაბითაც კი ყველაზე დაბალი და საუკეთესო მაჩვენებელია, მით უმეტეს, თუ შევადარებთ 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს, როდესაც წელიწადში 600-დან 800-მდე საქმე მიდიოდა. ეს დაახლოებით 13-14 გზის კლებაა სტრასბურგის სასამართლოში შესული საქმეების. იგივე შემიძლია ვთქვა იმაზე, თუ როგორ ტარდება საქართველოში არჩევნები. ბევრს ლაპარაკობენ სასამართლო რეფორმაზე, თუმცა, აქაც ძალიან მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ სპეკულაცია უფრო მეტია, ვიდრე რეალობა. ჩემი ჟურნალისტობის პერიოდში კარგად მახსოვს, როცა მართლა იყო სასამართლოში კორუფცია, კვირა არ გავიდოდა, რომ პრესაში ერთი საქმე არ გამოსულიყო, სადაც კორუფციაზე დასაბუთებული სატელევიზიო სიუჟეტი კეთდებოდა ან სტატია იწერებოდა. რამდენი ხანია თქვენ მსგავსი არ გინახავთ?! დღეს ბევრი სპეკულაცია კია ამ თემაზე, მაგრამ, მსგავსი არაფერი ხდება. რაც შეეხება არჩევნებს, 100%-იანი გარანტიით გეუბნებით, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა არ არსებობს და თუ კითხვები მაინც ჩნდება, ეს არის პოლარიზაცია, დაპირისპირება და ეს ნაკლებადაა ხელისუფლების ბრალი“,- განაცხადა სუბარმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,195 ნახვა
%d bloggers like this: