მარიუპოლის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ლაშინმა თავისი წყაროებიდან შეიტყო, რომ 11 მაისს რუსი დამპყრობლები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად ემზადებიან
„ახლა გავიგე, რომ 11-ში „აზოვსტალზე“ დიდ ქიმიურ შეტევას ამზადებენ.
მარიუპოლის ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ხვალიდან არ გამოვიდნენ ქუჩებში: ჩვენი ბიჭების, ჩვენი გმირების გამოყვანა უნდათ „აზოვსტალიდან“, ვერაფერს აკეთებენ და უნდათ, გამოიყენონ ისეთი „გენოციდური“ ხერხები, როგორიცაა ქიმიური იარაღი“, – განაცხადა ლაშინმა.
ლაშინმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, აღკვეთონ ქიმიური იარაღის გამოყენება რუსი სამხედროების მიერ მარიუპოლის ტერიტორიაზე.
მისი თქმით, ქალაქში დიდი რაოდენობითაა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც, ასევე, დაზარალდებიან ქიმიური იარაღის გამოყენებით.