პოლიტიკა

ოდესაში სავაჭრო ცენტრისა და ორი სასტუმროს დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

Nusagi

ოდესაში ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი და ორი სასტუმრო დაბომბეს – არის მსხვერპლი და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

როგორც ჟურნალისტებს უკრაინის ოპერატიული სარდლობა “სამხრეთში” განუცხადეს, რუსეთის ჯარებმა ავიაციის გამოყენებით, ოდესაში შვიდი რაკეტა ისროლეს. თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი – დაშავდა.

“მტერი აგრძელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მსგავს ისტერიულ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ”, – ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,505 ნახვა
%d bloggers like this: