პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი – როგორც ჩანს, ჩვენს მიერ გაღებული ადამიანური მსხვერპლი საკმარისი არ არის, როგორც ჩანს, ჩვენი ომები – ომები არ იყო…

Nusagi

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ამაში ლამის ყოველ დღე ვრწმუნდებით, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან-დღემდე, საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევას სრულიად კოორდინირებული, ღია მოწოდებებითა და მოქმედებებით ცდილობენ. როგორც აღმოჩნდა, „დამკვეთი ძალა“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, ამ კონფლიქტში ჩართვა და მათთვის სასურველი შედეგის მიღება სურს, ამ გეგმას უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამუშავებდა, რადგან როგორც დღეს გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ ფინანსურ პრობლემებს უქმნიდნენ, არამედ ომის დაწყების მომენტიდან ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის ჩამოტანასაც შეგნებულად უფერხებდნენ – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის ფიგურისთვის აბსურდული პრობლემების ხელოვნურად შექმნის მცდელობები რომ ზემოაღნიშნული გზით საქართველოს ომში ჩართვის მზაკვრული გეგმის ნაწილია, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ამაში ლამის ყოველ დღე ვრწმუნდებით, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან-დღემდე, საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევას სრულიად კოორდინირებული, ღია მოწოდებებითა და მოქმედებებით ცდილობენ. როგორც აღმოჩნდა, „დამკვეთი ძალა“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, ამ კონფლიქტში ჩართვა და მათთვის სასურველი შედეგის მიღება სურს, ამ გეგმას უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამუშავებდა, რადგან როგორც დღეს გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ ფინანსურ პრობლემებს უქმნიდნენ, არამედ ომის დაწყების მომენტიდან ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის ჩამოტანასაც შეგნებულად უფერხებდნენ. დღევანდელ სამყაროში, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის ფიგურისთვის აბსურდული პრობლემების ხელოვნურად შექმნის მცდელობები რომ ზემოაღნიშნული გზით საქართველოს ომში ჩართვის მზაკვრული გეგმის ნაწილია, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება.

ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ დაბრკოლებების გადაჭრას სამართლებრივი გზებით გეგმავს, თუმცა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ალბათ უკვე წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება „გადაიჭრას“ ის დამოკიდებულება, რაც საქართველოს „სტრატეგიულ პარტნიორებს“ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ აქვთ. როგორც ჩანს, ჩვენს მიერ გაღებული ადამიანური მსხვერპლი საკმარისი არ არის, როგორც ჩანს, ჩვენი ომები – ომები არ იყო… გუშინაც აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილზე ვერანაირი ფინანსური ზეწოლა ვერ იმოქმედებს და მას ვერაფრით აიძულებენ საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ თუნდაც ერთი ნაბიჯის გადადგმას, თუმცა არ მგონია, რომ „დამკვეთი ძალა“ ზეწოლის ამ ფორმაზე შეჩერდეს და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩასართავად კიდევ უფრო მეტი, თუნდაც რადიკალური ნაბიჯები არ გადადგას…“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,456 ნახვა
%d bloggers like this: