Uncategorized

ზურაბ აზარაშვილი – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ვგეგმავთ იმ მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ხარჯების გათვალისწინებას, რაც კიბოს დიაგნოზის დროულად დასმის საშუალებას იძლევა

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სპეციალისტებთან იმისთვის, რომ შეიქმნას ინსულტისა და ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პაკეტი, რასაც სახელმწიფო დააფინანსებს. გარდა ამისა, პრიორიტეტულია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსება.

„ქვეყნის სტატისტიკა მიუთითებს, რომ 2020 წელს რეგისტრირებული 9435 ახალი შემთხვევიდან, I და II ეტაპზე, მხოლოდ 41%-ის დიაგნოსტირება მოხდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ვგეგმავთ იმ მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ხარჯების გათვალისწინებას, რაც პაციენტს და ექიმს კიბოს დიაგნოზის დროულად დასმის საშუალებას მისცემს. საბედნიეროდ საქართველოში სწრაფად ვითარდება მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების შესაძლებლობები, მათ შორის PET/CT, რაც ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია და უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში. სამინისტრო მუშაობს პეტ სკანირების ინტეგრირებაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც რეალურად მოგვცემს კიბოს გვიან დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული მთელი რიგი გართულებების თავიდან აცილების საშუალებას და გააუმჯობესებს პაციენტის გადარჩენის მაჩვენებელს. ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, სრული დაფინანსებით, ან მცირე თანაგადახდით ისარგებლონ ამ სერვისებით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებისთვის, მაქსიმალურად შემცირდება მოლოდინის პერიოდი, რაც ამ ეტაპზე 2 თვეს შეადგენს. ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეებს არ მოუწევთ ლოდინი კუთვნილი სამედიცინო სერვისების მისაღებად. ჯანდაცვის მინისტრმა, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ გააფართოვა თანამშრომლობა კლინიკებთან თურქეთში, გერმანიასა და ისრაელში.

„იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უკეთესი წვდომა უცხოეთში ისეთ სერვისებზე, რომელთა ჩატარება საქართველოში ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის, სამინისტრომ გააფართოვა თანამშრომლობა იმ კლინიკებთან, სადაც ყველაზე ხშირად ხდება პაციენტების რეფერალი. სამინისტრო მიესალმება და ხელს შეუწყობს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების აქტიურ ჩართულობას საქართველოში სამედიცინო სფეროში მიმდინარე პროცესებში. ჩვენთვის საამაყოა თანამშრომლობა მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებთან, რომელთა პროფესიულ რჩევებს და ექსპერტიზას სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია საქართველოში მოღვაწე ექიმებისთვის და ასევე, პაციენტებისთვის. წელს ამ მიზნებისთვის უკვე შევქმენით უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების საკონსულტაციო ჯგუფი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,119 ნახვა
%d bloggers like this: