გუშინ ჩვენ გვქონდა საუბარი ლეგიტიმური ეჭვების შესახებ და ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან საქმე ეხებოდა არა მხოლოდ გადარიცხვებს, არამედ ასევე თუ არ ვცდები ნახატებსა და ვერტმფრენს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შეფერხება მოიხსნა, მაგრამ იყო ერთი თვე ან თვენახევარი, შესაბამისად, რა კითხვებიც იყო, კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
„ჩვენ პოლიტიკური კუთხით არ გავაღრმავებთ ამ დისკუსიას. მით უმეტეს, რომ ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას. ამიტომ, იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ამ თემის პოლიტიკური გაღრმავება, ჯობია, რომ დამატებითი კომენტარები აღარ გავაკეთოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს.