პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: შეფასებები, რომლებიც ისმის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, არის ძალიან ნაჩქარევი და სასურველის რეალობად გასაღების მცდელობებს წააგავს

Nusagi

პარლამენტის ვიცესპიკერის, პარტია „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანის განცხადებით, შეფასებები, რომლებიც ისმის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, არის ძალიან ნაჩქარევი და სასურველის რეალობად გასაღების მცდელობებს წააგავს.

„საიდან გავიგეთ ჩვენ ეს ინფორმაცია? ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისგან. ამიტომ მე დავსვი კითხვა – თუ მისგან გავიგეთ, ესე იგი მას უნდოდა, რომ ჩვენ ეს გაგვეგო. შესაბამისად, რატომ ნიშნავს ეს, რომ მის საწინააღმდეგოდ არის ეს გავრცელებული. ამიტომ მე მოვერიდებოდი ამ ყალბი მოლოდინის შექმნას. როცა ადამიანი თვითონ არის დაინტერესებული, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდეს, ეს არ ნიშნავს, რომ თავის საზიანოდ გადადგამს ნაბიჯს. ეს ხომ ლოგიკურია? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასე მარტივად არ არის საქმე. ბევრჯერ ყოფილა საუბარი სანქციებზე, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. ზოგადად, არ ვარ იმის მომხრე, რომ ასეთი ყალბი აჟიოტაჟი შევქმნათ“, – აცხადებს იოსელიანი.

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,137 ნახვა
%d bloggers like this: