საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში რამდენიმე საათში გადაიყვანენ – ეკა ხერხეულიძე

Nusagi

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანონ. ამის შესახებ რუსთავის ციხეში სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა თანაგუნდელმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს „ვივამედის“ კლინიკაში რამდენიმე საათში გადაიყვანენ. 

„ის არის თანახმა გადაყვანის თაობაზე. მან ადმინისტრაციას, ექიმს, უსაფრთხოების სამსახურს ამის შესახებ, ჩემს თანდასწრებით თანხმობა განუცხადა. ის ელოდება გადაყვანას და ითხოვს შემდეგს – კანონით გათვალისწინებული ყველა ის პირი, რომელიც ისედაც უფლებამოსილია ისარგებლოს შემთხვევით და შევიდეს ხოლმე პატიმრის მოსანახულებლად, თავისთავად ძალაში რჩება, მაგრამ ერთი ფაქტია გასათვალისწინებელი – ის, რომ მას აუცილებლად სჭირდება დამხმარე ადამიანი, რომელიც განაპირობებს დახმარებას იმ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, რაც ზოგადად პაციენტს ესაჭიროება. 

ასეთი ტერმინი არსებობს თავმდგომი და დედაზე უკეთესი ამ ვითარებაში, ვიდრე ქალბატონი გიული იქნება, მიხეილ სააკაშვილი ვერ მიიჩნევს ასეთ ადამიანს. ამიტომ, ის მიიჩნევს, რომ ქალბატონი გიული საქმის კურსში უნდა იყოს და ახლა ვიყენებ ტრიბუნას, რომ შევატყობინო ეს ინფორმაცია. მისი შვილი გადაჰყავთ რამდენიმე საათში „ვივამედში“ და თუ შესაძლებელი იქნება, დროზე გამოცხადდეს „ვივამედის“ კლინიკაში, ვინაიდან მას სჭირდება დახმარება“, – განუცხადა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,310 ნახვა
%d bloggers like this: