საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Nusagi

11 მაისს ქუთაისში +20 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში გამოიდარებს. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, სადაც დღისით +16, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმს, სადაც +19 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი.

გუდაურში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +11, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში გამოიდარებს. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

რუსთავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,153 ნახვა
%d bloggers like this: