უცხოური მედია

უკრაინას აღსადგენად 500-დან 600 მილიარდ ევრომდე დასჭირდება – ევროკომისია

Nusagi

რუსეთის ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად უკრაინას 500-დან 600 მილიარდ ევრომდე დასჭირდება. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა.

დომბროვსკის თქმით, რეკონსტრუქციის მცდელობები „საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინაციას მოითხოვს და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ეს კოორდინაცია“.

მან, ასევე, დასძინა, რომ ევროკავშირი „უზრუნველყოფს დიდ და ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინის აღსადგენად“.

ევროკავშირი მუშაობს უკრაინისთვის სოლიდარობის ნდობის ფონდის შექმნაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური პირი აფასებს რეკონსტრუქციის მასშტაბებს. თუმცა, ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ გაიზრდება ომის გაგრძელებისას.

ევროკავშირის ოფიციალური პირები მოუწოდებენ ბრიუსელს, უკრაინას უხელმძღვანელოს „მარშალის გეგმის“ მსგავსი დახმარების გაწევაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, როგორც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის ნაწილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,496 ნახვა
%d bloggers like this: