უცხოური მედია

უკრაინის ომი ჩიხში შევიდა – ამერიკული დაზვერვა

აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ  რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩიხში შევიდა.

სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის სკოტ ბერიერის თქმით, ამ დრომდე შეიარაღებული კონფლიქტის არც ერთ მხარეს არ აქვს საბოლოო უპირატესობა ბრძოლის ველზე.

„რუსები არ იგებენ, მაგრამ არც უკრაინელები იგებენ და ჩვენ აქ ცოტა ჩიხში ვართ“, – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტთან შეხვედრაზე.

ამავე დროს, ბერიერმა აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის არმიამ მინიმუმ 10 რუსი გენერალი გაანადგურა, მაგრამ მათი რიცხვი შეიძლება იყოს უფრო მეტი.

მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთი მხარე არ იმარჯვებს ბრძოლის ველზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,781 ნახვა
%d bloggers like this: