უცხოური მედია

ამერიკული მედიის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე გარკვეული შეზღუდვა დააწესა

Nusagi

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ოფიციალური კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმძღვანელო შეიმუშავა, რომელიც ორ ფართო აკრძალვას აწესებს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასარიდებლად.

ამის შესახებ გამოცემა The Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

„ვაშინგტონი უკრაინაში მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების იარაღს აგზავნის, მაგრამ შეერთებული შტატები ბევრად უფრო ფრთხილია რუსული არმიის შესახებ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემაზე“, – აღნიშნავს გამოცემა.

ანონიმურობის დაცვის პირობით გამოცემასთან საუბრისას ამერიკელი და უკრაინელი პირები აცხადებენ, რომ ინფორმაცია უკრაინაში რუსული ჯარების ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ რეალურ დროში გადაიცემა. ოფიციალურ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სადაზვერვო ინფორმაციის გასაზიარებლად შესაბამისი სახელმძღვანელო მითითებები შეიმუშავა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, აშშ არ გასცემს დეტალურ ინფორმაციას იმაზე, რაც„რუსი მაღალჩინოსანი ოფიცრების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს“.

ეს აგრეთვე ეხება რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, აკრძალვა არ ეხება უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსი ოფიცრების მონაცემებს. ამავდროულად, The Washington Post-თან საუბრისას პენტაგონის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა ფარულად გადაწყვიტა, არ გადაეცა ოფიციალური კიევისთვის ინფორმაცია გენერლების ადგილსამყოფელის შესახებ.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, საკითხი ეხება ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკრაინას, მის საზღვრებს გარეთ მდებარე რუსეთის ობიექტებზე თავდასხმაში დაეხმარება. გამოცემის წყაროების მიხედვით, ეს აკრძალვა ნაწილობრივ შემოღებულია, რადგან „აშშ არ გახდეს იმ თავდასხმების მონაწილე, რომელიც უკრაინას შეუძლია, განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე“.

ამ შეზღუდვების გარდა, ოფიციალური ვაშინგტონი იცავს წესს, რომელიც უკრაინისთვის იმის მიწოდებას კრძალავს, რასაც ოფიციალური პირები „მიზანმიმართულ ინფორმაციას“ უწოდებენ. მაგალითად, ოფიციალური პირების თქმით, „აშშ არ ეტყვის უკრაინელ სამხედროებს, რომ კონკრეტული რუსი გენერალი კონკრეტულ ადგილას შენიშნეს და არ დაეხმარება, რომ ამ ადგილზე უკრაინულმა მხარემ დარტყმა განახორციელოს“.

მანამდე, ამერიკული მედია იტყობინებოდა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანურ ხომალდზე, კრეისერ „მოსკოვზე“ თავდასხმა უკრაინისთვის გადაცემული ამერიკული სადაზვერვო ცნობების წყალობით გახდა შესაძლებელი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,153 ნახვა
%d bloggers like this: