საზოგადოება

აუცილებელია 24 საათიანი მონიტორინგი, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება – ვილი პაჭკორია

Nusagi

კლინიკების ასოციაციის თავმჯდომარის ვილი პაჭკორიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მთელი მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევები უნდა ჩაუტარდეს.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს, რათა გამოჯანმრთელდეს. 

„იმ სირთულის და იმ ტიპის პაციენტს, როგორსაც წარმოადგენს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლობას წარმოადგენს რომ ჩაუტარდეს დაუყოვნებლივ მაღალტექნოლოგიური კვლევა, ამაში იგულისხმება, როგორც ინსტრუმენტალური, ასევე, ლაბორატორიული გამოკვლევები. უნდა ჩატარდეს, როგორც კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე, მაგნიტორეზონანსული კვლევა და მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევები.

გარდა ამისა აუცილებლობას წარმოადგენს ამ ტიპის პაციენტის გადაყვანა ინტენსიურ თერაპიაზე. უნდა ჩაუტარდეს მას 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ მთელი რიგი სამედიცინო პროცედურები, ამის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ მის რეაბილიტაციაზე, თუ გვინდა რომ სრულად გამოჯანმრთელდეს პაციენტი“, – აცხადებს ვილი პაჭკორია.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,403 ნახვა
%d bloggers like this: