უცხოური მედია

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი პუტინს – თუ გული გაქვთ დარჩენილი მსოფლიოს მიმართ, გახსენით უკრაინის შავი ზღვის პორტები

Nusagi

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ ბიზლი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს, უკრაინის შავი ზღვის პორტები გახსნას, სანამ გლობალური კატასტროფა მოხდება.

„თუ გული გაქვთ საერთოდ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობთ უკრაინის მიმართ, თქვენ უნდა გახსნათ ეს პორტები,“- მიმართა დევიდ ბიზლიმ ვლადიმერ პუტინს.

მისი თქმით, პორტები უნდა ამოქმედდეს მომდევნო 60 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ეკონომიკა დაიშლება.

„თუ პორტების საკითხი არ მოგვარდება და არ გაიხსნება, უკრაინის ეკონომიკა მთლიანად დაიშლება“, – აღნიშნა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთები უკრაინაშია ჩარჩენილი, რადგან რუსეთმა ოდესის პორტი და მეზობელი პორტები დაბლოკა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,287 ნახვა
%d bloggers like this: