პოლიტიკა

გელა ზედელაშვილი: უკვე ღიად გვიკიჟინებენ, რომ უკრაინა უნდა ,,ამოვასუნთქოთ”, რაც გავუკეთეთ, ერთი მადლობა არ უთქვამთ, ხან ყურცქვიტები გვეძახეს, ხან ამორალურები

Nusagi

ომში ჩათრევის მცდელობა არ დასრულებულა! პირიქით, უკვე ღიად გვიკიჟინებენ, რომ უკრაინა უნდა ,,ამოვასუნთქოთ”… ,-aსე ეხმაურება ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ქონების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.

მისი თქმით, გარეული და შინაური ავანტიურისტების მიზანია მთელი კავკასიის არევა იმისთვის, რომ „უკრაინამ ამოისუნთქოს“.

„ჩვენ ვერ გაგვტეხეს, მეორე ფრონტად ვერ ჩაგვითრიეს, ვერაფერი ,,შეგვაგნებინეს”, საკუთარი ქვეყანა საკუთარი ხელით ვერ გაგვანადგურებინეს, რათა… ჩვენი შვილების სისხლით სხვისთვის შვება მიგვეცა და მონსტრი, რომელიც კუდს გაუაზრებლად იქნევს, დაგვესუსტებინა. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ და გავიღეთ. არ დაგვიფასეს, ერთი მადლობა ცალყბადაც არ გვითხრეს. აქეთ გვაფურთხეს – ხან ამორალურები გვეძახეს, ხან ყურცქვიტები, ხან კიდევ ლაჩრები!

ომში ჩათრევის მცდელობა არ დასრულებულა!პირიქით, უკვე ღიად გვიკიჟინებენ, რომ უკრაინა უნდა ,,ამოვასუნთქოთ”… რომ საქართველო ამას არ იზამს, სანამ აქ ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს. თურმე აუცილებელია მისი გაძევება. გაიგონეთ?!საჭიროა მისი გაძევება, ირაკლი ღარიბაშვილის მოშორება და… უკრაინა ,,ამოისუნთქებსო”! ამბობენ, ამ ერთი ციცქნა საქართველოს რა შეუძლიაო? როგორ გეკადრებათ, ჩვენი ქვეყნის არევა ნიშნავს მთელი კავკასიის არევას. სწორედ ეს გახლავთ გარეული და შინაური ავანტიურისტების მიზანი – ომი უნდა გადმოვიდეს კავკასიაში.სომხებსა და აზერბაიჯანელებს ამ თემაზე ვერ ელაპარაკებიან, ვერ უბედავენ, იციან, აზრი არ აქვს. ჩვენ გვეჭიდავებიან, გვიბედავენ, დაბალი ღობე გვნახეს. კარგად იციან, თუ საქართველო აირევა და დაიბომბება, შემდეგ ალი მთელ რეგიონს მოედება და რანაირი ნიაღვარი წამოვა ჩრდილოეთ კავკასიიდან, ადვილი წარმოსადგენია.

დიახ, საქართველოსა და კავკასიაში მშვიდობის გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი! ასევე, მშვიდობის გარანტი გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი! საიმედო მცველი ჰყავს თბილისს კახა კალაძის სახით!,,ქართული ოცნება” სტაბილური და ძლიერია, როგორც არასდროს!

რას ჰქვია, ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დავუწესოთ და გავაძევოთ?! მთელი ქვეყანა გამოვა გარეთ!ვის გავაძევებთ, ვის ციხეში ჩავსვამთ, ვის მედალს დავკიდებთ და ვის მადლობას ვეტყვით, ეს ჩვენი საქმეა. მოღალატეთა ხროვა ამას ვერ გადაწყვეტს!არავის მივცემთ უფლებას, გარეჯის გამყიდველები გმირებად გამოაცხადონ, უამრავი სიკეთის მკეთებელს კიდევ გაძევებით დაემუქრონ! ეგრე არ იქნება… ეგრე უბრალოდ ვერ იქნება, ჩვენი სამშობლო მანქურთების საჯიჯგნი არ გახდება!

დავთქვათ დრო და გავიდეთ გარეთ. დაინახოს მთელმა მსოფლიომ, რა შეუძლია და რას ფიქრობს საქართველო.ჰმ… ეს კაცი უნდა გავაძევოთო?ბებიათქვენისამ!!!

P.S. ბოლო დღეებში ქარაქუცა ,,ნაცებისგან” ხშირად მესმის: ბიძინა ივანიშვილის ფულს იცავთო?დიახ, ბიძინა ივანიშვილსაც დავიცავთ და მის ფულსაც, რატომ უნდა გავატანოთ ღორებს ის, რითაც საქართველოში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება?!დიახ, დავიცავთ, თანაც ისე, ცივ ნიავსაც რომ არ მივაკარებთ!“. -წერს გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,070 ნახვა
%d bloggers like this: