პოლიტიკა

გია აბაშიძე: ვისაც წყინს, რომ საქართველო G-7 ის სამიტზე არაა, მას წყინს საქართველოში მშვიდობა

Nusagi

„ომის და ღალატის პარტიის ჯალათებმა ლანძღეს და აგინეს ხელისუფლებას. სამიტზე მიიწვიეს ომში მყოფი და ომის უდიდესი რისკის ქვეშ მყოფი უკრაინა და მოლდოვა. ანუ რა გამოდის? აქ რისკი იმდენად დაბალია, რომ კი არ უნდა ლანძღოთ, მადლობა უნდა უთხრათ “ოცნებას”, ქვეყანაში მშვიდობისთვის“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბათუ ქუთელიას განცხადებას.

მისი თქმით, ვისაც წყინს რომ საქართველო G-7 ის სამიტზე არ მიიწვიეს, მას წყინს, რომ საქართველოში ომი არ არის.

„ომის და ღალატის პარტიამ და მათმა მიმდევრებმა ატეხეს ამბავი, როგორ თუ საქართველო G-7 ის სამიტზე არ მიიწვიესო… ჰოდა სანამ გაკეთდებოდა ოფიციალური განმარტება, ომის და ღალატის პარტიის ჯალათებმა ლანძღეს და აგინეს ხელისუფლებას, თუმცა ყველაფერი მალევე გაირკვა. სამიტზე მიიწვიეს ომში მყოფი და ომის უდიდესი რისკის ქვეშ მყოფი უკრაინა და მოლდოვა. ანუ რა გამოდის? აქ რისკი იმდენად დაბალია, რომ კი არ უნდა ლანძღოთ, მადლობა უნდა უთხრათ “ოცნებას”, ქვეყანაში მშვიდობისთვის. ამიტომ, ვისაც სწყინს, რომ ახლა საქართველო იქ არაა, იმას სწყინს, რომ საქართველოში ომი არ არის. 2×2=4!“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,175,935 ნახვა
%d bloggers like this: