საგარეო პოლიტიკა

დიდმა ბრიტანეთმა ალინა კაბაევას და პუტინის ყოფილ ცოლს სანქციები დაუწესა

Nusagi

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციებში, კერძოდ, მოხვდა ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევა და პუტინის ყოფილი ცოლი ლიუდმილა ოჩერეტნაია. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

სულ სანქციებში 12 ადამიანი მოხვდა, მათ შორის არის კაბაევას ბებია ანა ზაცეპილინა, რომელიც პუტინის მეგობრის, გენადი ტიმჩენკოს ბიზნეს-პარტნიორია. ასევე რუსეთის პრეზიდენტის ნათესავები იგორ პუტინი, რომან პუტინი და მიხაილ პუტინი.

კაბაევას წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურად მისი თანამდებობის გამო დაწესდა. ალინა კაბაევა ნაციონალური მედია ჯგუფის გენერალური დირექტორია. ამ ჰოლდინგში შემავალი მედია საშუალებები, მათ შორის რუსეთის „პირველი არხი“, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებენ.

მედიაში კი უკვე არაერთი წელია ვრცელდება ინფორმაცია პუტინის და კაბაევას ახლო ურთიერთობების შესახებ და ისიც ეწერა, რომ კაბაევამ 2015 და 2019 წელს პუტინისგან შვილები გააჩინა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

მანამდე სანქციები პუტინის და მისი უფროსი ქალიშვილების წინააღმდეგ დაწესდა. დასავლეთის სანქციები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოჰყვა, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,062 ნახვა
%d bloggers like this: