ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე კლინიკა „ვივამედში“ მის მოსანახულებლად არ შეუშვეს.
პირადი ექიმი აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერ გაიგო და ვერც ექიმებამდე მივიდა.
„2 საათის განმავლობაში ვცდილობდი, რაღაც პასუხი გამეგო, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე, ასე რომ წავალ მე და დაველოდები იქნებ ვინმემ დამირეკოს მითხრას, როდის შეიძლება ავადმყოფის ნახვა. არც ის ვიცი ანალიზები გაუკეთეს, არც ის ვიცი როგორ გრძნობს თავს. ექიმის დონეზე ჯერ ვერ მივედი, ჯერ ველაპარაკები კარისკაცებს და ა.შ.“, – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.
Facebook Comments Box