პოლიტიკა

„ვივამედის“ დირექტორი: ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ, როცა გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები დაიდება

Nusagi

„ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც ნადირაძე განმარტავს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კვლევები უტარდება, კონკრეტული დასკვნების შესახებ კი, მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით პაციენტის ნებართვა ექნებათ.

„ზოგადად, ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის უპირველესია, მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ, ეს არის – არ ავნო. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ, მითუმეტეს, თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას. მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, ჩართულები არიან სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, მერწმუნეთ, ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს, როცა გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები დაიდება, რა თქმა უნდა, პაციენტის ნებართვით, შემდეგში გავასაჯაროვებთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ნადირაძემ.

კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს გიული ალასანიას ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკაში ამ დრომდე სააკაშვილის სიმძიმის პაციენტი არ ჰყოლიათ, ნადირაძე პასუხობს, რომ მათ კლინიკაში „საკმაოდ მძიმე პაციენტები ჰყავთ“.

„ქალბატონმა გიულიმ რა თქვა, ვერ გეტყვით, მაგრამ, ჩვენი კლინიკის კედლებს ახსოვს და დღესაც გვყავს საკმაოდ მძიმე პაციენტები სხვადასხვა ნუზოლოგიის და ჩვენთვის უცხო არ არის არც ერთი დაავადების მკურნალობა… ერთს გეტყვით, პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში“, – განაცხადა ნადირაძემ.

მისივე თქმით, თუ რა ვადა სჭირდება კვლევებს, ამასთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

„ვერ გეტყვით, ეს ხომ არ არის მათემატიკა, სადაც 2-ჯერ 2, არის 4… თქვენ როგორ გგონიათ, რომელიმე პაციენტს ჩვენ ცუდ პირობებში მოვათავსებთ? ევროპული ღირებულებები არის ადამიანების თანასწორობა, ჩვენთვის ყველა ადამიანი, ყველა პაციენტი, მიუხედავად იმისა, ის არის მსჯავრედებული, თუ თავისუფლებაზე მყოფი, ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასია, მათი პირადი მონაცემები არის ერთანიარად დახურული, თუ ისინი ამის გასაჯაროებას არ ისურვებენ. ბატონი მიხეილი კვლევის პროცესშია“, – განაცხადა ნადირაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ უშვებენ სააკაშვილთან მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ ყიფშიძეს მისთვის არ მიუმართავს.

„მე ჩემი კლინიკის ლიცენზირებულ, მაღალკვალიფიციურ ექიმებზე ვაგებ პასუხს, დანარჩენზე პასუხს ვეღარ გაგცემთ. ჩვენ კანონმდებლობის ჩარჩოებში ვმოქმედებთ, მე საერთოდ არ დამინახავს ნიკოლოზ ყიფშიძე, ჩემთვის არ მოუმართავს. ბატონ ნიკოლოზ ყიფშიძეს არ ვიცნობ, იმედია, გავიცნობ და კარგი კომუნიკაცია გვექნება“, – განაცხადა ნადირაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,287 ნახვა
%d bloggers like this: