პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ არანაირი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება ქვეყანაში, პირიქით, იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა

Nusagi

ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, მეორე ომი არ იქნება ქვეყანაში, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

„ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი იქნება. ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან უკვე სამჯერ იომა, ათასი უბედურება გადავიტანეთ. ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და კიდევ გავაგრძელეთ უპასუხისმგებლო რიტორიკა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, ეს ძალიან ცუდი იქნება. ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს. ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ. ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი იმეორე ფრონტი, ომი არ იქნება ქვეყანაში. იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა. აქციები თქვენ გამართეთ თქვენი ბელადისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,062 ნახვა
%d bloggers like this: