უცხოური მედია

კიევში აცხადებენ, რომ თურქეთი მზადყოფნას გამოთქვამს  „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციისთვის

Nusagi

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ კიევი ემზადება ხელი მოაწეროს დოკუმენტს უკრაინელი სამხედროების „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის შესახებ. მისი თქმით, შუამავლის როლს თურქეთი შეასრულებს.

ვერეშჩუკი ამბობს, რომ 13 მაისს რუსეთში შედგება შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან ევაკუაციის პირველი ეტაპის შესახებ შესათანხმებლად. ვიცე-პრემიერის თქმით, ქარხნის ტერიტორიაზე სხვებთან ერთად იმყოფებიან უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო ძალების თანამშრომლები. 

გაერო-სა და წითელი ჯვრის მიერ „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 5 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც გაერო-ს გენერალური მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა მოლაპარაკებები გამართა პუტინთან და ზელენსკისთან.

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 5 მაისს „აზოვსტალიდან“ 150 სამოქალაქო პირი გაიყვანეს. 7 მაისს კიევმა განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორია დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა. მოგვიანებით,  ცნობილი გახდა, რომ ტერიტორიიდან კვლავ მოხდა 51 ადამიანის გაყვანა, მათ შორის 11 ბავშვის. 

ვერეშჩუკმა 11 მაისს განაცხადა, რომ კიევმა მოსკოვს შესთავაზა სამხედროების გაცვლა. მისი თქმით, ქარხანაში 1000 ადამიანი იმყოფება. მაგრამ იმ მომენტისთვის არანაირი შეთანხმება არ მომხდარა. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, კიევი „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციას იმისთვის ცდილობს, რომ უკრაინელებს შორის დაქირავებული ბოევიკების არსებობა დამალოს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,287 ნახვა
%d bloggers like this: