უცხოური მედია

პუტინი უკრაინას მოლაპარაკებების ბლოკირებაში ადანაშაულებს – BBC

Nusagi

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერს უთხრა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს არა მოსკოვი, არამედ კიევი ბლოკავს. ამის შესახებ BBC წერს.

მედიასაშუალება წერს, რომ პუტინ-შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დმიტრო კულებამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთს არც მანამდე ჰქონდა სურვილი უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები გაემართა. 

პუტინმა შოლცთან საუბარში კვლავ გაამართლა რუსეთის შეჭრა უკრაინის დამოუკიდებელ ტერიტორიაზე. კრემლის ლიდერმა ომი კვლავ „სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ მარიუპოლის ფოლადის ქარხანაში დამალულ მშვიდობიან მოქალაქეებს ფარად იყენებდა უკრაინული ძალები.

შეგახსენებთ, რუსული ბომბებისგან თავდაცვის მიზნით მარიუპოლის მოსახლეობამ „აზოვსტალის“ ქარხანას შეაფარა თავი. ქარხნიდან მათი გაყვანის ჰუმანიტარული ოპერაცია 1 კვირის წინ დასრულდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,113 ნახვა
%d bloggers like this: