საზოგადოება

როგორც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს ისე უნდა ვუზრუნველყოთ მისი ჯანმრთელობის პირობები – ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტი სალომე  ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას არ გამორიცხავს. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს ისე, როგორც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტსა და ქვეყანა შეეფერება. 

„ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას, ამაზე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი. მე მიმაჩნია, რომ დღეს აუცილებელია ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი იყოს გაკეთებული, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს, რაც ეკადრება ქვეყანას“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

ჟურნალისტების კითხვას, რამდენად ადეკვატურია სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნა საზღვარგარეთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ამას ვერ შევაფასებ. თავისთავად სანამ ეს არ არის დადასტურებული ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს, უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება,  მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, – დასძენს საქართველოს პრეზიდენტი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,113 ნახვა
%d bloggers like this: