უცხოური მედია

„გერმანელებს ამ დრომდე არ მოუციათ იარაღი, პუტინთან შერიგება უამრავ ადამიანს სურს, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია“

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებს საკმაოდ ბუნდოვანი უწოდა.

მისი განცხადებით, გერმანელები და ფრანგები ჩაეჭიდნენ ვლადიმერ პუტინთან შერიგების პირველივე შესაძლებლობას და ბიზნესს უკრაინის ინტერესებზე მაღლა აყენებენ.

„როგორც კი რუსეთის ემისრები, არაოფიციალურად, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ბუჩაში და სხვა ქალაქებში მოხდა, დასავლურ ქვეყნებში ჩავიდნენ, გერმანელები და ფრანგები ჩაეჭიდნენ კანიბალთან შერიგების პირველივე შესაძლებლობას. ამბობენ, რომ ევროკავშირი რთული კონსტრუქციაა და უკრაინის მიღებას ათწლეულები დასჭირდება. გერმანელებს კი ამ დრომდე არ მოუციათ იარაღი, რომელიც მათ აქვთ. პუტინთან შერიგება უამრავ ადამიანს სურს. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რა ძალებს ჩართავს საქმეში კრემლი, როდესაც საქმე უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეალურ კენჭისყრამდე მივა. იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეული ევროპელები ეძებენ ნებისმიერ შესაძლებლობას, შერიგდნენ პუტინთან და ბიზნესი უკრაინის ინტერესებზე მაღლა დააყენონ, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა ჩვენ ვიბრძოლებთ“, – აცხადებს არესტოვიჩი მარკ ფეიგინთან ინტერვიუში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,489 ნახვა
%d bloggers like this: