პოლიტიკა

დღეს გავერთიანდით ქალები, აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური რეალობა დგება, დარწმუნმებული ვარ, ერთად ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ გამოწვევებს, რომელიც წინ ჯერ კიდევ გვაქვს

Nusagi

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის სიტყვით გამოსვლა ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, გულწრფელად მიხარია რომ დღეს ამ მნიშვნელოვან დღეს ვარ თქვენთან ერთად. დღეს გავერთიანდით ქალები. აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური რეალობა დგება და მე დარწმუნმებული ვარ , რომ ამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში ჩვენ ძალიან ხშირად მოგვიწევს და ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს წარმატებას და ერთად ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ იმ გამოწვევებს , რომელიც წინ ჯერ კიდევ გვაქვს.

გიყურებთ დღეს რაც მოვედი მთელი დღეა ამდენ ძლიერ ქალს და გულწრფელად გეტყვით კიდევ , რომ მუნიციპალიტეტებში თქვენი ჩართულობა , ჩვენს სოფლებში , ქალაქებში აღმასრულებელ და წარმომადგენლობით პოზიციებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. სწორედ დღევანდელი ჩვენი გაერთიანება მისცემს ახალ შესაძლებლობებს ქალებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს , გოგონებს, რომლებიც უნდა ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში. ისევე როგორც ჩემმა გუნდმა მე მომცა წლების წინ შესაძლებლობა ვყოფილიყავი აქტიური პოლიტიკურ ასპარეზზე და არ ვთქვი უარი ცხოვრებაში ჩემთვის ალბათ ყველაზე მთავარზე ოჯახზე . მე შევეცადე და გამომივიდა , რომ მეზრუნა ჩემს საყვარელ საქმეზე და ასევე მეზრუნა ჩემი მრავალშვილიანი ოჯახისთვის და ძალიან ღრმად მწამს , რომ ჩვენ ამ ჩვენი გაერთიანებით შევძლებთ, რომ ჩვენი გუნდი კიდევ ძალიან ბევრი ქალის წარმატებას გაიზიარებს და ხელს შეუწყობს. მაშ ასე, ჩვენ დღეს ყველანი ერთად ვერთიანდებით ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის და ქალების ახალი შესაძლებლობებისთვის პოლიტიკაში“,-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,113 ნახვა
%d bloggers like this: