პოსტები სოციალური ქსელიდან

მოკლედ, ციხე არ მოსწონს დედას ნებიერას და აამუშავეს “სიკვდილის მანქანა”-

Nusagi

1 ოქტომბრიდან დღემდე, გიული “თავმდგომი” თავის მოზვინულ, კრიმინალ შვილს, ოლიმპიური სიმშვიდით, ყვავივით დასჩხავის: “თუ საზღვარგარეთ არ გადაიყვანეს მოკვდება, აქ ვერ უმკურნალებენ, სუსტად არის, გადასხმები სჭირდება და აქ მაგის გამოცდილება არ არის, გუშინ სამჯერ წაიქცა, გული წაუვიდა, ვერ დადის, ციხის მავთულხლართები და გისოსები აღიზიანებს, საათებზეა საქმე, ფერი არა აქვს, აუცილებლად მოკვდება”…

მოკლედ, ციხე არ მოსწონს დედას ნებიერას და აამუშავეს “სიკვდილის მანქანა”. იგონებენ ათასგვარ დიაგნოზებს. ყოველდღე კლავენ და ვერ მოკლეს.✅ ქალბატონო გიული, ისე უნიჭოდ და იმდენჯერ იმეორებთ დაზეპირებულ ფრაზებს, ცოტა ემოციაც გაურიეთ მეტი დამაჯერებლობისთვის, ხელოვნური ცრემლი მაინც ჩაიწვეთეთ, თორემ ჩაგეშალათ შვილის “სასიკვდილო რიტუალი”, რომელსაც ყოველდღე, რამდენჯერმე ატარებთ.”შეძახილმა ხე გაახმო”-ო

… დედის სიტყვას დიდი ძალა აქვს და თქვენ მაინც შეიბრალეთ თქვენი გამოზრდილი სადისტი. ცხონებულ ირინა ენუქიძეს დაემუქრა დედას “უჭმელი”: სახლში დაჯექი და ჩუმად იტირე შენი შვილიო. არ შეეპუა და შეიწირეს…იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს… ბუტა რობაქიძის დედას წარმოუდგენელ შეურაცხყოფას აყენებდნენ. “შვილის სიკვდილით მოვაჭრეს” უწოდებდნენ, აგინებდნენ ერთადერთი შვილის დამკარგავ დედას, თქვენი ტვინდახშული მომხრეები.თქვენ, დედას, არცერთი თანაგრძნობის სიტყვა არ გითქვამთ შვილმოკლული დედებისთვის. არცერთი ნაწამები პატიმრის დედა არ გაგხსენებიათ. არცერთი მოკლული ახალგაზრდის გამო არ გიტირიათ.

პირიქით, ახლაც იმას ამბობთ: ჩემს შვილს შეცდომა არ დაუშვია როგორც პრეზიდენტს, უდანაშაულოაო…2006 წელს, ჩემი მეუღლე (ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, ვახტანგ ტალახაძე) დაიჭირა თქვენმა სადისტმა: უცნობ ადამიანებთან ერთად, კრებაზე იჯექი და გადატრიალებას გეგმავდიო. 4 წელი და 6 თვე მოახდევინა მართალ ადამიანს და ამდენი ხანი მატარა ციხის კარზე. ვუყურებდი უდანაშაულო ბიჭებს და 3 შვილის დედას- მაია თოფურიას. დაჭერიდან 1 კვირაში გული გაუსკდა მაიას დედას. მე კი, 1 თვეში მამა გარდამეცვალა. არცერთს ღირსება არ დაგვიკარგავს, არც პატიმარს და არც მათი ოჯახის წევრებს. ბოლომდე გავუძელით… თუმცა, დღეს, ციხეში მძიმე სენით დაავადებული თემურ ჟორჟოლიანი და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე რევაზ ბულია აღარ გვყავს. არცერთ მათგანს ციხეში არანაირი მკურნალობა არ ჩატარებია.ჰოდა, თქვენც დაჯექით სახლში ქალბატონო გიული და ჩუმად ილოცეთ თქვენი გაზრდილის მიერ მოკლული ადამიანების, ამოწყვეტილი ოჯახების, ნაწამები პატიმრებისა და მათი გამწარებული დედებისთვის. შეწყვიტეთ ოჯახური მასკარადი. ნუ შეგვაწუხეთ თქვენი თაღლითი შვილის კვების რაციონით და ყოველდღიური, მოგონილი ანამნეზით.გარწმუნებთ, სანამ ასე უტიფრად იქცევით, ჩვენგან თანაგრძნობას და შენდობას ვერ ეღირსებით.”-წერს ფეისფუქის საკუთარ გვერდზე მაიკო ელოშვილი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,175,973 ნახვა
%d bloggers like this: