ხელოვნება და კულტურა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროვიზიის კონკურსზე ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Nusagi

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროვიზიაზე ჟიურის მიერ სხვადასხვა ქვეყნებისთვის მინიჭებულ ქულებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება უკრაინას დაუწერა, თუმცა კონკურსზე სხვა შეფასება გამოცხადდა.

„ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ ულოცავს უკრაინას დამსახურებულ გამარჯვებას“, – აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაშო.

ცნობისთვის, ევროვიზიის გამარჯვებული წელს უკრაინა გახდა, საქართველო კი მეორე ფინალში ვერ მოხვდა.

საქართველოდან ეროვნული ჟიურის ქულები ასე გადანაწილდა: (ქულები, რომლებიც კორკურსზე გამოაცხადეს)

  • საფრანგეთი – 1
  •  პოლონეთი – 2
  • საბერძნეთი – 3
  •  ნიდერლანდები – 4
  •  ესპანეთი – 5
  • უკრაინა – 6
  • პორტუგალია – 7
  •  შვედეთი – 8
  • იტალია – 10
  • გაერთიანებული სამეფო – 12
Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,070 ნახვა
%d bloggers like this: