Uncategorized

კიმ ჩენ ინი: კორონავირუსის გავრცელება მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდკონტროლის კუთხით ჩვენს ჯანდაცვის სისტემას ნაკლოვანებები აქვს

Nusagi

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას ისტორიაში ყველაზე დიდი უბედურება უწოდა და განაცხადა, რომ კორონავირუსის ფართო გავრცელება მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდკონტროლის კუთხით ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის სისტემას ნაკლოვანებები აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის ლიდერი ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებს შეხვდა და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო.

კიმ ჩენ ინის განცხადებით, ახლა ქვეყანას სჭირდება ერთიანობა სახელმწიფოსა და ხალხს შორის, რათა ეპიდვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს.

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად 12 მაისს დადასტურდა. ფხენიანის ინფორმაციით, 6 ადამიანი ცხელების სიმპტომებით გარდაიცვალა, ერთ-ერთი მათგანის ტესტმა კი „ომიკრონით“ ინფიცირება დაადასტურა. ოფიციალური სტატისტიკით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 187 800 ადამიანია ინფიცირებული.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,779 ნახვა
%d bloggers like this: