ეკონომიკა

რამდენიმეთვიანი ძალისხმევა წარმატებით დასრულდა – პენსიონერები 1 იანვრიდან საბანკო სესხს მაქსიმუმ 26 პროცენტად მიიღებენ

Nusagi

რამდენიმეთვიანი ძალისხმევა წარმატებით დასრულდა – პენსიონერები 1 იანვრიდან საბანკო სესხს გაცილებით შეღავათიანად: 36-ის ნაცვლად მაქსიმუმ 26 პროცენტად მიიღებენ,-ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრი ალექსანდრე ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სკეპტიციზმის, ირონიის და ათასი რამის მიუხედავად, ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით წინ და საპენსიო სესხის პროცენტი დავაწევინეთ. პენსიონერებს ისევ ლიბერთი ბანკი მოემსახურება მაგრამ გაუმჯობესებული პირობებით.

ნელ ნელა იქმნება მაგალითები რომ ხანდახან მმართველ პარტიას და ოპოზიციას შეგვიძლია საერთო მიზნის მიღწევა. პრობლემები უამრავია ბუნებრივია და წინ ბევრი შრომა და ბრძოლა გველის. მაგრამ ეს ერთი ნაბიჯია წინ!“,-წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,626 ნახვა
%d bloggers like this: