უცხოური მედია

უკრაინა იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე თქვენ გგონიათ – ექსპერტი

Nusagi

აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის ექსპერტი სურია ჯეიენთი, უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ჟურნალ Time-ში აქვეყნებს.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის დახმარება და მხარდაჭერა გასამარჯვებლად.

„განსხვავება მოლოდინებსა და უკრაინის სამხედროების გასაოცარ გამძლეობას შორის აადვილებს არსებული სიტუაციის არასწორ ინტერპრეტაციას უკრაინის სასარგებლოდ. უკრაინა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია და სჯერათ. უკრაინას სჭირდება და კვლავაც დასჭირდება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის დახმარება და მხარდაჭერა  რეალურად გასამარჯვებლად.

ჩვენ გვიყვარს დაჩაგრულები. ჩვენ გვიყვარს გაბედული ახალგაზრდა კაცი, რომელიც შანსების სიმწირის მიუხედავად, წარმატებას აღწევს. ეს იმედს გვიმყარებს და საშუალებას გვაძლევს ვიგრძნოთ, რომ მორალურად აღმატებულ მხარეს ვდგავართ. სწორედ ამიტომაა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასე წარმატებით აპელირებს მსოფლიოზე.

შანსების წინააღმდეგ მისი ასეთი დაუმორჩილებლობის გამო, მხარს ვუჭერთ მას ჩაგვრის წინააღმდეგ. როდესაც ვგულშემატკივრობდით დასახიჩრებულ, შუედარებელ უკრაინელებს, ჩვენ ვიმსუბუქებთ სირცხვილს იმის გამო, რომ ისინი, ვისაც ვპირდებოდით დაცვასა და „უსაფრთხოების გარანტიებს“, მივატოვეთ თოვლსა და ტალახში მარტო სიკვდილისთვის. ფაქტი, რომ კიევი არ დაეცა და რუსულმა ჯარებმა აღმოსავლეთისკენ დაიხიეს, იმას ნიშნავს, რომ უკრაინა იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამას მედია ასახავს“, – წერს ენერგეტიკული პოლიტიკის ექსპერტი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,626 ნახვა
%d bloggers like this: