პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს უცხოელთა პატარა ჯგუფი, თითქოს ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა და დასავლეთი

Nusagi

„ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს უცხოელთა პატარა ჯგუფი, თითქოს ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა. სინამდვილეში ამ ხალხის ერთადერთი ვიწრო პარტიული ინტერესია, რომ ააყირაოს მთავრობა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„არ შეიძლება, სისხლის სამართლის ერთმა საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს ან ვინმეს მისცეს იმის უფლება, რომ ესოდენ მნიშვნელოვან საქმედ აქციოს, თუმცა არსებობს უცხოელთა ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებთ.

ისინი ცდილობენ, რომ ქართველ ხალხს მიჰყიდონ საკუთარი თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი და თვით ევროპა, და თუკი ისინი არიან რაღაცით უკმაყოფილო, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ნატო, ფრანგები, გერმანელები და პოლონელები, ყველა გვერჩის ერთიანად.

უცხოელების ამ პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ ვიოლა ფონ კრამონს, რომელიც პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს და ხან ვის და ჰგონია, რომ ამის უფლება აქვს.

ასევე არის იან კელი – ალბათ ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება, რომ დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს და მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, თითი დაგვიქნიოს, ვითომ რომელიმე ჩვენგანი ნული კლასის მოსწავლე ვიყოთ.

არიან სხვებიც, კოლექტიური პედრო აგრამუნტები, რომელიც შემდეგ პუტინის თვითმფრინავით ასადთან ჩაფრინდა სირიაში და ის განდევნეს ევროსაბჭოს ასამბლეიდან, კოლექტიური ჟიგიმანტასები და ა.შ. „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს ეს პატარა ჯგუფი, თითქოს ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა. სინამდვილეში ამ ხალხის ერთადერთი ვიწრო პარტიული ინტერესია, რომ ააყირაოს მთავრობა“, – აცხადებს წულუკიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,626 ნახვა
%d bloggers like this: