გურამიშვილის გამზირზე, 123 ნომერ ავტობუსში მამაკაცმა სამი შვილის თვალწინ, მეუღლეს ყელი გამოჭრა. თვითმხილველების თქმით, ბავშვებს პანიკური შეტევა დაემართათ და შესაბამისი სამსახურის დახმარება დასჭირდათ.
სოციალური მუშაკების დახმარებით, ბავშვები ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში არიან გადაყვანილი. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ერთ-ერთი ბავშვი აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის გზის სავალ ნაწილზე გაიქცა და ავტომობილების მძღოლებს სთხოვდა დახმარებას.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამის შესახებ საუბარი ყველას უჭირს, თუმცა სავარაუდო მიზეზს- ეჭვიანობას ასახელებენ.
Facebook Comments Box