ტაილანდის ქალაქ ჩონბურიში დასრულდა ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის წლის მეორე გათამაშება.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა გუნდმა (გვანცა ზადიშვილი, ნინო თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი) მეოთხედფინალში ინდოეთის ნაკრებს 45:4 (ოთხი!) სძლია, ნახევარფინალში ჰონკონგი 44:40 დაამარცხა და ფინალში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში, როდესაც ანგარიში 40:38 იყო იტალიელთა სასარგებლოდ, მაგრამ ნინო თბილაშვილმა შეძლო ჩამორჩენის აღმოფხვრა, გაიმარჯვა და საქართველოს ნაკრებმა 19 აპრილს სან-პაულუში გამარჯვების შემდეგ წელს უკვე მეორედ მოიპოვეს მსოფლიო თასი.
სულ ქართველმა მოფარიკავეებმა ტაილანდის მსოფლიო თასზე მოიპოვეს 2 ოქრო – საქარველო, გუნდური და ნინო თიბილაშვილი, ხმალი, A კატეგორია და ერთი ვერცხლის მედალი – ირმა ხეცურიანი, ხმალი, B კატეგორია
Facebook Comments Box