რუსულმა კომპანიებმა უკრაინელი IT პროფესიონალების გათავისუფლება და დაბალ თანამდებობებზე გადაყვანა დაიწყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიბერუსაფრთხოების ბაზარზე RBC-ის წყაროს თანახმად, კომპანიის შიდა უსაფრთხოების სამსახურები განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებიან თანამშრომლებს, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან.
მედიასაშუალება წერს, რომ დიდია დივერსიის შიში.
„ეს განსაკუთრებით ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ წვდომა ბიზნესისთვის კრიტიკულ მონაცემებსა და ინფრასტრუქტურულ სეგმენტებზე. რუსეთში ბევრი უკრაინელი IT სპეციალისტი არ იყო და ყველაზე ხშირად სწორედ ისინი მუშაობდნენ ოფშორული პროგრამებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
არაერთმა მსხვილმა რუსულმა კომპანიამ უკრაინელი აიტ სპეციალისტების სამსახურიდან გათავისუფლება უარყო.