განათლება

პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს

Nusagi

პროფესიული კოლეჯიპრესტიჟი“  წარმოადგენს თანამედროვე ევროსტანდარტის შესაბამისად რეაბილიტირებულ, შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

კოლეჯის დირექტორი ბნი კონსტანტინე დოლიძე მაქსიმალურად ცდილობს პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება, შეიძინონ პროფესიული უნარები და კომპეტენციები, დაიცვან ჯანსაღი ცხოვრები სწესი, რაც მომავალში დადებითად აისახება მათი ცხოვრების ხარისხზე და შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობაზეკოლეჯი დღენიადაგ ცდილობს მოდერნიზაციას და ევროპულ სტანდართებთან მიახლოებას

კოლეჯ „პრესტიჟში“ შეიქმნაჯანსაღი ცხოვრების კლუბი“, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და პოპულარიზაციასკლუბს უხელმძღვანელებს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი.

კლუბი მიზნად ისახავს:  

  1. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით, საჯარო ლექციების ჩატარებას
  2. სპორტული შეჯიბრებების, მარათონებისა და მატჩების ორგანიზებას;

მიმდინარე წლის 24 მაისს ჩატარდა პირველი საჯარო ლექცია. ლექციას უძღვებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ნინო გულუა, რომელმაც საჯარო ლექციაზე პროფესიულ სტუდენტებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და სოციალურად საშიშ ნფექციებზე ესაუბრა, კერძოდ, აივინფექცია შიდსის გავრცელებაზე საქართველოში და თავდაცვის პრევენციულ ზომებზესტუდენტები აქტიურად ჩაერთნენინ ტერაქტიულ დისკუსიაში. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სტუდენტებთან ერთად მომდევნო საჯარო ლექციის თემატიკა შეარჩიეს

პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟისჯანსაღი ცხოვრების კლუბიაქტიურად ჩაერთო ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებებში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,642,011 ნახვა
%d bloggers like this: