უცხოური მედია

უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო, უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა- „ჩვენ ჩვენი ქვეყნის მხარეს ვართ“

Nusagi

უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ორბანის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უნგრეთს მუდმივ საფრთხეს უქმნის. ქვეყნის ფიზიკური უსაფრთხოება, ენერგომომარაგება და ეკონომიკის და ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციებმა უზარმაზარი ეკონომიკური რყევები და ფასების ზრდა გამოიწვია. უნგრეთმა თავი შორს უნდა დაიჭიროს ასეთი სიტუაციისგან და დაიცვას ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება“,-განაცხადა პრემიერმა.

ორბანის თქმით, მთავრობა აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და ხელმძღვანელობს ძირითადი კანონით გარანტირებული უფლებით.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას ყველაზე მეტად აწუხებს თავისი ქვეყნის მდგომარეობა, ვიდრე მოსკოვის წინააღმდეგ ევროპული ერთიანობა. აპრილში, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან თქვა, რომ უნგრეთი და რუსეთი სხვადასხვა საკითხებში ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რადგან უნგრეთი ნატოს და ევროკავშირის წევრია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ რუსეთი მუდამ იქნება იქ, სადაც არის, უნგრეთის გვერდით- კარგია, თუ ცუდი- ეს ფაქტია. 

პოლიტიკოსი რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღიდან აფიქსირებს უარყოფით განწყობას უკრაინის შეიარაღების მიმართ, ასევე წინააღმდეგია უნგრეთის ტერიტორიის გავლით, იარაღის მიწოდების. თავის ევროპელ პარტნიორებს მან ეს აუკრძალა. 

„კითხვაზე, თუ ვის მხარეს არის უნგრეთი, პასუხი ასეთი მაქვს: უნგრეთი არის უნგრეთის მხარეს. ჩვენ ვეხმარებით უბედურებაში ჩავარდნილებს, მაგრამ გვსურს, დავიცვათ საკუთარი ეროვნული ინტერესები“,-განაცხადა ორბანმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,803 ნახვა
%d bloggers like this: