საგარეო პოლიტიკა

პუტინის მომხრე მოლდოვის ექსპრეზიდენტს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

Nusagi

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონს, რომელიც ცნობილია როგორც პრორუსი და პუტინის მხარდამჭერი ლიდერი, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დოდონის მიმართ წაყენებული ბრალდებას ადვოკატი ვალერი ნაგაჩევსკი გამოეხმაურა.

„იმის გათვალისწინებით, რომ დოდონი ეჭვმიტანილია მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლის დარღვევაში, უნდა დადგინდეს, რომელი მათგანი ითვალისწინებს ყველაზე მკაცრ სასჯელს – ეს არის ღალატი. თუ გამოძიება ჩატარდება, მას ბრალი წაუყენებენ მუხლით, საქმე სასამართლოში გადავა და სასამართლო დაეთანხმება პროკურორის არგუმენტებს, დოდონს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, – განაცხადა ნაგაჩევსკიმ.

შეგახსენებთ, იგორ დოდონი 24 მაისს დააკავეს

თავად დოდონი ამ ფაქტს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. მან განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლებს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,797 ნახვა
%d bloggers like this: