პოლიტიკა

ლევან ბერძენიშვილი: ვოლსკის გამომეტყველებაა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო არსად არ მიიღონ

Nusagi

ლევან ბერძენიშვილმა ევროპელი პარტნიორების მისამართით ნათქვამი ქართველი პოლიტიკოსების კრიტიკული ფრაზები შეაფასა.

„ყველამ ყველაფერი თქვა, ვოლსკის გამომეტყველებაა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო არსად არ მიიღონ. ამ კაცხ სახეზე აწერია, რომ აქ მართავს საბჭოთა კავშირი. სახელოვანი წინაპრის შვილიშვილია, ბათუმს დღემდე ახსოვს, გაქართველებული პოლონელი ვოლსკი, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა. მაგრამ, როგორც ჩანს, გადაგვარება ყველგან ხდება, არა მხოლოდ ბაგრატიონებში ხდება, სხვაგანაც ხდებოდა. ამათ გამონათქვამები ისეთი აქვთ, ვიოლასაც, ფოტოგასაც და საერთოდ ყველასაც უნდა ეწყინოთ. ამათ ევროპის ტერიტორიაზე იპოვეს რამდენიმე ადამიანი, ვისაც უყვარდა და აინტერესებდა საქართველო და იმათ აგინეს პირდაპირ. თითქოს დაწერილია მოსკოვის რომელიღაც კაბინეტში, იმიტომ რომ სხვები არ გვიცნობენ. ვინც იცის ჩვენი ქვეყანა, ვისაც უყვარს, აინტერესებს, იმას აგინეს ყველას, მტერი რომ არ იზამს ისეთ რამეებს აკეთებენ“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი „ფორმულას“ ეთერში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,642,243 ნახვა
%d bloggers like this: