უცხოური მედია

ჩარლზ მენსონის „ოჯახის“ წევრ პატრიცია კრენუინკელს პირობით დროზე ადრე გათავისუფლების რეკომენდაცია მიეცა

Nusagi

ჩარლზ მენსონის ოჯახის წევრს, პატრიცია კრენუინკელს პირობით დროზე ადრე გათავისუფლების რეკომენდაცია მიეცა

პირობით დროზე ადრე გათავისუფლების კომისიამ კალიფორნიაში პირველად გასცა 74 წლის პატრიცია კრენუინკელის გათავისუფლების რეკომენდაცია. მანამდე ქალს, რომელმაც 9 თვის ორსული, ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ ტეიტი სადისტურად მოკლა, 14-ჯერ ეთქვა უარი მსგავს თხოვნაზე.

რეკომენდაცია შტატის პირობით დროზე გათავისუფლების იურიდიულმა განყოფილებამ განიხილა. ამის შემდეგ საქმე გადეცემა გუბერნატორს, რომელმაც მანამდე, ჩარლზ ოჯახის სხვა წევრთა გათავისუფლებაზე რეკომენდაციას ხელი არ მოაწერა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლქის პროკურორის გადაწყვეტილებით, კომისიის სხდომას არ დაესწრნენ პროკურორები, რათა მათი გადასაწყვეტი არ ყოფილიყო, იმსახურებს თუ არა პატიმარი გათავისუფლებას. თუმცა, დაცვის მხარის თქმით, კრენუინკელის მიერ მოკლულთა ოჯახებს იგივე მოთხოვნები ჰქონდათ, რაც პროკურორებს ექნებოდათ.

1969 წლის 9 აგვისტოს, მენსონის “ოჯახის” რამდენიმე წევრმა 9 თვის ფეხმძიმე მსახიობი შერონ ტეიტი და კიდევ ოთხი პირი გამოასალმეს სიცოცხლეს 10050 Cielo Drive–ზე. შემდეგ ღამეს კი, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, როზმარი და ლენო ლა ბიანკები საკუთარ სახლში მოკლეს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,756 ნახვა
%d bloggers like this: