პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში მინსკში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ჯერ გამოჩნდა ერთი…4 წუთში დაემატა მეორე.ყველა ფოტოს უღებდა ამ საოცარ მოვლენას და “ჩაიფიქრეთ სურვილიო” ყვიროდა…) მეც ჩავიფიქრე და მჯერა, რომ ვიპოვი ჩემ ბიჭს…ცისარტყელამ დამიდასტურა!“.
ხათუნა ხოფერიას ძმა, „აზოვის“ წევრი ბახვა ჩიქობავა 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა. თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი დეტალები ამ დრომდე უცნობია. ასევე უცნობია, სად იმყოფება მისი ნეშტი.
„ჩვენ არ ვიცით, რა ვითარებაში დაიღუპქ ბახვა, შავებსაც ვერ ვიცვამთ. მამიდას შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს და ბახვას ცხედარს (თუ არსებობს..) დავაბრუნებ. თუმცა რაღაც იმედი კიდევ გვაქვს, ბეწვზე დაკიდებული. ამ იმედით ვართ“,-განაცხადა ხათუნა ხოფერიამ 6 მაისს „იმედის ეთერში“.