პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს

Nusagi

საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მათი გუნდის აქტიური მუშაობით რუსთავში გაჩნდა მეტი შესაძლებლობა ახალი ინვესტიციების შემოსვლის, ეკონომიკის გაძლიერების, ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვისა და მათი საჭიროებების მიხედვით მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების. მერის განმარტებით, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრების შედეგად მათ საკრებულოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცვლილება დააინიციირეს.

„საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს. საკრებულოს სხდომაზე განსახილველად არ გაიტანეს იმ სტუდენტების განათლებისა და დაფინანსების საკითხები, რომლებიც დოქტორანტურისა დ ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლობენ და მათი განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლება მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი ქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

მან ასევე ჩამოთვალა სხვა პროგრამები, რომელთა დაფინანსებაზეც რუსთავის საკრებულომ უარი თქვა, ლაცაბიძემ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო შეცვლის პოზიციას და მერიის მიერ ინიციირებულ ცვლილებებს დაამტკიცებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,642,011 ნახვა
%d bloggers like this: