უცხოური მედია

პუტინი ომის შეწყვეტის გზებს ეძებს – რუსი ექსპერტი

Nusagi

კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან მოდის ცნობები, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შეჩერების გზებს ეძებს. ამის შესახებ რუსმა ექსპერტმა სერგეი ალექსაშენკომ განაცხადა.

„რუსეთში არ გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია, რუსეთის ჯარი ცოცხალი ძალის უმწვავეს დეფიციტს განიცდის. ახლა რუსეთში რაღაცა ტიპის ნაწილობრივი, ფარული მობილიზაცია რომც ჩატარდეს და ხელისუფლებამ 200-300 ათასი ადამიანის შეგროვება შეძლოს, ერთ დღეში ამ ადამიანებს ჯარად ვერ გადააქცევთ. ანუ მათგან საბატალიონო-ტაქტიკური ჯგიფები რომ შეიქმნას, ალბათ მინიმუმ ნახევარი წელი იქნება საჭირო. შესაბამისად კონფლიქტი დროში იწელება, რაც რეალურად ბევრს არ აწყობს. ამიტომ ბოლო დღეებში მოსკოვიდან მოდის ინფორმაცია, რომ პუტინი ფასეულობების მორიგ გადაფასებას იწყებს. ბოლოს ეს მაშინ მოხდა, როდესაც კიევის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მას გარკვეული დრო დასჭირდა, რათა კიევის და ჩერნიგოვის ოლქებიდან ძალები გაეყვანა, ახლა დადის მოარული ხმები, რომ ის იწყებს იმაზე ფიქრს, თუ როგორ გააჩეროს საბრძოლო მოქმედებები. მაგრამ ამას მარტო ვერ გააკეთებს, ტანგოსაც ორი ადამიანი ცეკვავს და ომშიც ორი დაპირისპირებული მხარე არსებობს. შესაბამისად რუსეთმა ჩართო ახლა მისი ლობისტები ევროპულ ქვეყნებში, რომ მათ უკრაინაზე ზეწოლა განახორციელონ და დროებითი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მაინც მოხდეს“- განაცხადა სერგეი ალექსაშენკომ. 

ცნობისთვის, 27 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გარკვეული ყოყმანის შემდეგ უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (MLRS) გაგზავნა გადაწყვიტა.  

საუბარია შორი მოქმედების სისტემებზე, რომელთა მიწოდებისგან ბოლო დრომდე აშშ თავს იკავებდა. კერძოდ, საუბარი შეიძლება იყოს HIMARS-ის ტიპის სისტემებზე, რომელთა მოქმედების სიშორე ჭურვის ტიპის მიხედვით 80-დან 300 კმ-მდე შეადგენს.

ამ ინფორმაციამ რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,401 ნახვა
%d bloggers like this: